LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე წელს კიდევ 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება

85

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით , 2018 წელს 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება.

სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური დირექტორის, ლევან მეხრიშვილის, ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტროსადგურების: „სამგორის“, „გურამიშვილის“ და „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები . წელს ასევე იგეგმება 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ეს მეტროსადგურებია: „სადგურის მოედანი 1“, „სადგურის მოედანი 2“, „სადგურის მოედანი 3“, „ნაძალადევი“, „ისანი“, „თავისუფლების მოედანი“, „წერეთელი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „სამედიცინო უნივერსიტეტი“.

მეხრიშვილი განცხადებით,  მეტრო „ვარკეთილში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სამუშაოების ჩაბარების პროცესი,  გამკაცრდება და  მეტრო „ვარკეთილის“ მსგავსი შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება.

„ძველ საკიდებზე, როგორც ეს „ვარკეთილის“ შემთხვევაში მოხდა, შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება. მაშინაც, როდესაც მეტრო „ვარკეთილს“ ვაკეთებდით, შემოწმდა, რამდენად მყარი იყო ის ანკერები ახალი ჭერისთვის. მიღებული გვაქვს დასკვნა, რომ ის ვარგისია ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. ამიტომ კომპანიამ სამუშაოები გააგრძელა. დასკვნა მიღებული გვაქვს მეცნიერებათა დოქტორ, ინჟინერ-კონსტრუქტორისგან. შემოწმება გაკეთდა ჩვენი თანამშრომლების თანდასწრებით და ამით დავკმაყოფილდით, რომ ეს საკიდები მყარია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ შემოწმებას, ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ შეამოწმა შემდგომ ეს სამუშაო და იყო თუ არა ეს შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ დაქირავებული კომპანია,“  – განაცხადა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ სამუშაოების ჩაბარების პროცესი, ალბათ, გამკაცრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები