LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარეობს მუშაობა კოჯრის და ჩვილ ბავშვთა სახლების დახურვაზე: ტიკარაძე

40
BeFunky-collage (4)

ჯანდაცვის მინისტრმა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციის წარდგენისას ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვნად შემცირდა ბენეფიციართა რაოდენობა ჩვილ ბავშვთა სახლში, რაც მისივე თქმით, ნამდვილად სასიხარულოა.

“ამ ორი წლის მანძილზე, როგორც არასდროს, წინა წლებთან შედარებით, ბავშვთა ზრუნვის სააგენტომ მოახდინა 523 ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში. ჩვენი მიზანია, მივცეთ ოჯახებს ის უნარები, რითაც შვილებს საკუთარ ოჯახებში აღზრდიან.

მიმდინარეობს მუშაობა კოჯრის ბავშვთა სახლის და ასევე ჩვილ ბავშვთა სახლის დახურვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები განვათავსოთ ოჯახის მსგავს საცხოვრებელში, სადაც მათ საუკეთესო გარემო ექმნებათ. კიდევ უფრო უკეთეს შემთხვევაში მიზანია, რომ ოჯახებს შევუქმნათ მდგრადი ეკონომიკური გარემო, რომ არ უწევდეთ ბავშვების ზრუნვაში მიცემა”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები