„მინდა აბიტურიენტები და მათი მშობლები დავამშვიდო, რომ უახლოეს მინიმუმ 2-3 წელიწადში არავითარი ცვლილებები არ და ვერ დაიგეგმება და შესაბამისად, მათ ჩვეულ სტილში გააგრძელონ მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის,“ – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სკოლებში არ გვაქვს არანაირი განმსაზღვრელი შეფასებები. შეფასება, რომელიც ერთის მხრივ, დაგვანახებს სისტემას და მეორე – სკოლას უნდა დაუბრუნდეს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, ბავშვის ცოდნა სკოლის დამთავრების დროს უნდა გავზომოთ. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ეროვნულ შეფასებასა და ტრანზიციაზე უმაღლეს თუ პროფესიულ განათლებაში.
2025 წელს გვინდა საპილოტედ დავნერგოთ მე-6 კლასის ბოლოს. ეს იქნება სადიაგნოსტიკო და არ იქნება სავალდებულო. არ გვინდა ბავშვები ტესტებით გადავღალოთ, ამიტომ იქნება 2 ან 3. 2027 წლიდან უკვე იქნება მე-9 კლასში, ხოლო 2027 წლიდან კი ვფიქრობთ, რომ მე-12 კლასის ბოლოს იქნება გადამწყვეტი, განმსაზღვრელი ეროვნული შეფასება. ეს ქულა იქნება მნიშვნელოვანი კომპონენტი უნივერსიტეტში მისაღებად,“ – აღნიშნა მინისტრმა.
გიორგი ამილახვარი განმარტავს, რამდენით გაიზრდება მასწავლებლის ხელფასები