LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ, რომ აიცრათ…: თინა ხიდაშელი კორონავირუსის საკუთარ გამოცდილებაზე წერს

1754
ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კორონავირუსისგან დატოვებულ გვერდით მოვლენებს ებრძვის და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

” ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით, რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე.”

ხიდაშელი მისი კოვიდინფიცრების გამოცდილების შესახებ და შემდგომ დატოვებულ გართულებებზე წერს და მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყოვნებული ჩაიტარონ  ვაქციანცია. ის წერს, რომ ამ ვითარებაში აცრა ერთადერთი გამოსავალია.

“არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ როგორ დასრულდება თქვენი კოვიდ ისტორია. ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, მით უმეტეს ვერც პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები ტელევიზორიდან…”

“ახლა როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ, რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს” – წერს ხიდაშელი

“ყველას ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გეშინიათ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის”

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა!” – წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g