LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, დავადასტურო ჩემი გადაწყვეტილება, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას – ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი

99
გახ დოლიდზე

ქვეყანაში ნამდვილად ჩნდება იმის შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, არა აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, – აცხადებს  საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნების კომენტირებისას და იქვე განმარტავს, რომ ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი იქნება.

როგორც მან აღნიშნა, ჯერ გარკვეული და გადაწყვეტილი არაა, როგორი იქნება მისი როლი პარტიაში.

„მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო ჩემი გადაწყვეტილება, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ამ ქვეყანაში ნამდვილად ჩნდება იმის შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, არა აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს.

ამასთან, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისა და გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ის, თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესში, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაიგებთ”, – განაცხადა დოლიძემ.

ლევან დოლიძე, რომელიც ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს ხელმძღვანელობდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლად დაინიშნა.

თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 2014 წელს დოლიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გაათავისუფლა.

პრემიერის ამ გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, მისმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, გახარიას პარტიის პრეზენტაცია გავრცელებული ინფორმაციით, 29 მაისს გაიმართება.

ყოფილი პრემიერის გეგმებზე  „ქართული ოცნების“ წევრების კომენტარები:

არ მგონია, რომ ოქტომბრის პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე ჩვენს “ბეჭებზე დაცემას” შეძლებს: თეა წულუკიანი

ყველა ვხედავთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გიორგი გახარიას გუნდს, ეს შეიძლება, გარკვეულ ეჭვებს ამძაფრებდეს: კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები