“არ მგონია, რომ ოქტომბრის პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე ჩვენს ბეჭებზე დაცემას შეძლებს,” – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრისა და თანაგუნდელის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა თქვა, გახარიას წარმატებისთვის დიდი წინაღობის გადალახვა და შრომა მოუწევს.
“შეიძლება, როდესაც მაღალ თანამდებობას დატოვებ, მაღალი რეიტინგი გაქვს, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს გარკვეული ილუზია იმისა, რომ უკან სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული. მე მგონია, რომ ეს ასე არ იქნება, ამ წარმატებისთვის მას ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და დიდი შრომა მოუწევს. ამისათვის უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ”, — თქვა წულუკიანმა.