LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა შვილი გავაჩინო“ – ადელი საქმროსთან ერთად პაემანზე გადაიღეს

155
page

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელი ადელისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი და შემოქმედებითად დატვირთული იყო. მან უამრავი კონცერტი გამართა და არაჩვეულებრივი პერფორმანსით წარდგა მსმენელის წინაშე.

მცირე პაუზის შემდეგ, არტისტი თავის საქმროსთან, რიჩ პოლთან ერთად გვიან ღამით სავახშმოდ მიმავალი გადაიღეს. ის საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.

აღსანიშნავია, რომ რიჩ პოლიმ ადელს ხელი სწორედ მიმდინარე წელს სთხოვა. წყვილი მალე გეგმავს დაქორწინებას. მედიისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ 36 წლის მომღერალს მეორე შვილის გაჩენას სურს.

როგორც კი ჩემს საქმეებს მოვრჩები და ყველა კონცერტს ჩავატარებ, მინდა შვილი გავაჩინო“, – განუცხადა მომღერალმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ გამოცემას.

„ყველამ გაიგოს, რომ ვთხოვდები“ – ადელი კონცერტზე ნიშნობის ბეჭედს ყველა კადრში გვაჩვენებს

ვიდეო: ადელი დანიშნულია – არტისტი მეორედ თხოვდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები