LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდელის მაღაროში დაღუპული მეშახტეების ოჯახები კომპენსაციის სახით 30 ათას ლარს მიიღებენ

80

ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახები კომპანია “საქნახშირისგან” კომპენსაციის სახით დაახლოებით 30 ათას ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ “საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ, დავით ქარქაშაძემ განაცხადა. გარდა ამისა, დაღუპულთა ოჯახის წევრები დაზღვევის სახით 20 ათას ლარსაც მიიღებენ. ასევე კომპანია თავის თავზე იღებს დაკრძალვის ხარჯებსაც.

“კომპანიას ჩვენი დაზარალებულები არასოდეს მიუტოვებია. სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი კომპანია. დასაფლავების, საფლავის მოწყობის, ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები. შემდეგ კი დაზღვევაშიც ეხმარება კომპანია დაზარალებულებს. თითოეულ მათგანზე კომპენსაცია, დაახლოებით 30 ათასი ლარი გამოდის. კომპენსაციის ეს ფორმა ყველასთან განურჩევლად იქნება. შემდეგ დაზღვევაზეც იქნება ლაპარაკი, საერთო ჯამში ყველა მათგანს გამოუვა 50 ათას ლარამდე”, – განაცხადა “საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ.

მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6  მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g