LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიდან ხის ჩანთებამდე – May ახალ დიზაინზე მუშაობს

670

მინის ჩანთების მწარმოებელი ქართული ბრენდი May ახალ დიზაინზე მუშაობს. როგორც ”ფორტუნას” May-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა ნინი ზექალაშვილმა განუცხადა, აღნიშნული ბრენდის ქვეშ, სულ მალე ხის ჩანთები გამოჩნდება.

”სატესტო რეჟიმში უკვე დავამზადეთ May-ის პირველი ხის ჩანთა. ვგეგმავთ, მასალად წიფელი გამოვიყენოთ. ამასთან, განიხილება ჩანთების ფანერით დამზადებაც, რადგან არ გვინდა გარემოს ზიანი მივაყენოთ”, – აღნიშნა ზექალაშვილმა. მისივე ინფორმაციით, May-ის ხის ჩანთები რამდენიმე მასალასთან კომბინაციაში დამზადდება – მათ შორის გაფორმდება სხვადასხვა ქსოვილებით, ტყავით, ან ტყავის შემცვლელით.

გარდა ამისა, ბრენდი არსებული მინის ჩანთების გამრავალფეროვნებასა და წარმოების გაზრდასაც გეგმავს. ამის პარალელურად May-ის ჩანთებზე იზრდება მოთხოვნა უცხოეთში.

”მოსკოვში ჩვენი ჩანთების გაყიდვები მუდმივად მზარდია. ახალ მაღაზიებთან ვიწყებთ იქ თანამშრომლობას. ჩანთები გაგზავნილი გვაქვს უკრაინასა და პოლონეთშიც”, – აღნიშნა May-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა.

როგორც ნინი ზექალაშვილმა განაცხადა, კომპანიას მომხმარებლისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს – May ადგილს იცვლის და ახალ მისამართზე გადადის. სექტემბრიდან May-ის ჩანთები ”თბილისი მოლის” ნაცვლად, ქავთარაძის ქუჩაზე ”გუდვილის” შენობაში გაიყიდება.

ცნობისთვის, May-ის მინის ჩანთები ბაზარზე 2016 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა. პროდუქციის რეალიზაცია ”თბილისი მოლში” ხორციელდება. ამასთან, გაყიდვების კუთხით აქტიურია May-ის ”ფეისბუქ” გევრდიც, სადაც მომხმარებელი სასურველ პროდუქტს უკვეთავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g