LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინიმალური ხელფასი 500 ლარი იქნება… ვინც დაარღვევს 4000 ლარამდე ჯარიმა ელის”

1003
ბექა 3

პარლამენტის წევრთა ნაწილი საქართველოში მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ითხოვს. ცვლილებები უკვე მოამზადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, კანონპროექტის ინიცირება კი ბიუროს დღევანდელ სხომაზე იგეგმება. 

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ანაზღაურების ოდენობა ამ შემთხვევაში, საშუალო ხელფასის 45 პროცენტი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ

მინიმალური ხელფასი დარიცხული 500 ლარი უნდა იყოს, ხელზე ასაღები 400 ლარი

2020 წლის ბიუჯეტის განხილვა და ოპოზიციის შეფასებები

"ბიუჯეტთან დაკავშირებით პოზიტიური შეფასება  არ იქნება".

„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 229 000 ადამიანის საშუალო ანაზღაურება თვეში 280 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მინიმუმ 229 000 ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ კანონით ხელფასის ქვედა ზღვარის დადგენა მოხდება, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდას“, – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

ცვლილებებით აკრძალული იქნება, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული უფრო დაბალ ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ, ვიდრე მინიმალური ხელფასი იქნება.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონპროექტით სანქციებია განსაზღვრული. კერძოდ, პროექტის თანახმად, დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 2000 ლარიდან 4000 ლარამდეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები