LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიშნება გავაკეთეთ იმაზე, რომ სააკაშვილის შიმშილი „იმიტირებულია“ – კობახიძე მდინარაძის განცხადებას განმარტავს

256
BeFunky-collage (6)

აქ არის მინიშნებები და მეც გავაკეთე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შიმშილობა არის სინამდვილეში იმიტირებული, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით.

„ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი და 41-ე დღეს ველოდებით და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი, დარწმუნებული ვარ”,- ასე უპასუხა მდინარაძემ მედიას კითხვაზე უშუალოდ მას აქვს თუ არა ეჭვები სააკაშვილის შიმშილობაზე.

დღეს კი, როგორც კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრების განცხადებები ზოგადად მინიშნებებია იმაზე, რომ მისი შიმშილი, სინამდვილეში, „იმიტირებულია“.

“კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ ლიმონათი უყვარს. ჩვენ გვიხარია, რომ მის ჯანმრთელობას, რეალურად, არ ექმნება საფრთხე.

ეს საკითხი არ არის საერთოდ საინტერესო, ერთ-ერთი პატიმარი შიმშილობს. ერთ-ერთი პატიმარი არის სააკაშვილი, რომელიც სხვებზე ბევრად მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდადებული, შესაბამისად, ის არის ერთ-ერთი პატიმარი. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვით მოეპყროს ასეთ პატიმარს,“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g