LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინისტრები რისკ-ჯგუფში არ მოვიაზრებით, კორონავირუსზე ტესტირება არ ჩამტარებია” – ნათია თურნავა

76
BeFunky-collage (3)

კორონავირუსზე ტესტირება არ ჩამტარებია, მინისტრები რისკ-ჯგუფში არ მოვიაზრებით, – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე გააკეთა.

ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული  საკითხი არ განიხილება.

„მე კორონავირუსის ტესტირება არ ჩამტარებია, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ტესტირება ტარდება კონკრეტულ რისკ-ჯგუფებში, გეგმაზომიერად, ხოლო მინისტრები რისკ-ჯგუფებში არ მოიზრებიან. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო იქნება, ყველას ჩაგვიტარდება არსებული პროტოკოლით. დღესდღეობით ამის საჭიროება არ არის“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g