LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი ლარის კურსზე: მთავარი, რასაც მის გასამყარებლად ვაკეთებთ, ეს არის ქართული ექსპორტის ზრდა

79
ipiccy-image

ეკონომიკის მინისტრი ლარის კურსზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობა მის გასამყარებლად ქართული ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს.

„მთავარი, რასაც ლარის კურსის გამყარების მიმართულებით საშუალოვადიან პერსპექტივაში ვაკეთებთ, ეს არის ქართული ექსპორტის ზრდა. სწორედ ექსპორტი არის მთავარი წყარო, რომელიც არა მხოლოდ ლარის კურსს გაამყარებს, არამედ ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყობს ხელს, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არის ისეთი საკითხი, რომელზეც კომპლექსურად მუშაობაა საჭირო, ვინაიდან ეს საკითხი ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აწუხებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო საგადამხდელო ბალანსი და საგარეო სავაჭრო სალდო. ქართული წარმოების ექსპორტი 2020 წელს არ შემცირებულა და მეტიც, 3,5%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მთლიანობაში ექსპორტი, რეექსპორტის ჩათვლით, უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე იმპორტი, რაც საგადამხდელო ბალანსს აუმჯობესებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ყველა უწყება მუშაობს ამ მიმართულებით. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული განაკვეთი გაამკაცრა და ეს არის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია იმისა, რომ ლარის გაუფასურების ნაკლები რისკი გვქონდეს“, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება 3.32 ლარი გახდა, 1 ევრო კი – 3,96 ლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები