LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინსკის შეთანხმებები უკვე აღარ არსებობს – ის კიევმა მოკლა: ვლადიმერ პუტინი

72
პუტინიი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „მინსკის შეთანხმებები უკვე აღარ არსებობს და ის კიევმა მოკლა“. მისი განმარტებით, კიევმა ეს მანამდე გააკეთა, სანამ რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების ე.წ დამოუკიდებლობას აღიარებდა.

როგორც პუტინი განმარტავს, რუსეთი დაინტერესებული იყო მინსკის შეთანხმებების რეალიზებაში, რადგან ეს კომპრომისის შედეგია.

„უკრაინის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ არ შეასრულებენ მინსკის შეთანხმებებს. რუსეთს არ შეეძლო კვლავაც მოეთმინა დონბასის ხალხის გენოციდი. მინსკის შეთანხმებები მოკლა კიევმა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე რუსეთი აღიარებდა ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ევროპამ ვერ შეძლო კიევის იძულება, შეესრულებინა „მინსკი-2“, ამიტომ სხვა გამოსავალი გარდა ამ „რესპუბლიკების“ აღიარებისა, არ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g