“მილიონერი გუნდიაევი, მეტსახელად “პატრიარქი”, მიქრის იახტით თავის სასახლეში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობას მოუწოდა იმუშავოს მეტი და არ მიიღოს მონაწილეობა საპროტესტო აქციებში”, — წერენ რუსეთის ერთ-ერთ ფორუმზე.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს რუსეთის პატრიარქი კირილი I, თუ როგორ ატარებს ზაფხულს მზიან სანაპიროზე და მართავს ძვირადღირებულ იახტას.

როგორც ფოტოდან ირკვევა ეს არის იახტა “Magellano 43” – მსოფლიოში ექსკლუზიურად აგებული იახტების ერთ-ერთი წამყვანი მოდელი, რომლის ფასი ევროპაში 440 ათასი ევროდან იწყება, ხოლო რუსეთში 680 000-დან ზემოთ.


 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 