LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა – სანქციების სიიდან რუსეთის პატრიარქი კირილი ამოიღეს

91
კირილი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, სანქციები რუსულ ნავთობს ნაწილობრივ შეეხება და რუსეთის უმსხვილესი ბანკი, „სბერბანკი“ საერთაშორისო პლატფორმა „სვიფტიდან“ გაითიშება.

როიტერის“ ინფორმაციით, შეთანხმება საბოლოოდ შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 26 ქვეყანა შეთანხმდა, რომ შემოთავაზებული „შავი სიიდან“ ამოეღოთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური და კრემლის ახლო მოკავშირე, პატრიარქი კირილი.

სანქციების სიიდან რუსეთის პატრიარქის ამოღებას უნგრეთი ითხოვდა.

ევროკომისიამ პატრიარქ კირილის მიმართ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა