LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის ამერიკა 2017“ ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი გახდა

71

გასულ უქმეებზე ამერიკამ ქვეყნის ყველაზე ლამაზი გოგო აირჩია. 14 მაისს ლას-ვეგასში  „მის ამერიკა“ გაიმართა, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა. კონკურსის გამარჯვებული 25 წლის კარა მაკალოუ გახდა ვაშინგტონიდან, რომელიც არამარტო ლამაზი, არამედ საკმაოდ ჭკვიანიც აღმოჩნდა. „მის ამერიკა 2017“ ბირთვული ფიზიკის სპეციალისტია და ის აშშ-ის ბირთვული რეგულირების კომისიაში მუშაობს.

მეორე ადგილი ნიუ-ჯერსის წარმომადგენელმა, ჩავი ვერგმა დაიკავა, მესამე კი – მინესოტას წარმომადგენელმა, მერედიტ გოლდმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები