LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის მსოფლიოს” კაბის ანალოგი… შეკერილია მილანში“ – ლალი მოროშკინას შვილის ქორწილში 7 კილოიანი კაბა ეცვა

1165
ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა უმცროსმა შვილმა, გიორგი გოთვაძემ რამდენიმე დღის წინ იქორწინა. გრანდიოზული ქორწილი, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, „თბილისის ზღვის კლუბში“ შედგა.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ლალი მოროშკინას კაბამ. როგორც ლალი სოციალურ ქსელში წერს, კაბა სპეციალურად ქორწილისთვის მილანში შეიკერა და ხელნაკეთია.

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის. და ჩვენი ოჯახის ბედნიერების გაზიარებისთვის. არ წყდება ზარები და მილოცვები.
რაც შეეხება ჩემს კაბას,რომელმაც დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია,

ყველას ერთად გპახუხობთ:
შეკერილია მილანში, ხელნაკეთია. მთლიანად გაწყობილია ნატურალური ქვებით, არის „მის მსოფლიოს” კაბის ანალოგი (იხ.ფოტო) და იწონის 7 კილოგრამს.
ჩანთა Lanvin

P.S.ხომ იცით, არ მიყვარს ტანსაცმელზე ლაპარაკი, მაგრამ ამჯერად მომიწია.“, – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

ლალი მოროშკინას უმცროსმა ვაჟმა იქორწინა: „ვიყავით თანამონაწილე იმ საოცრად ლამაზი, დახვეწილი და გრანდიოზული სანახაობისა, რაც ჰოლივუდურ ფილმებში გვინახავს“

ლალი მოროშკინა: „მამა რომ პატარძალს აცილებს, ეს კიდევ სხვა სამყაროა…“

ფოტო: „დედა – დედამთილი დღის პირველ და მეორე ნახევარში“ – ლალი მოროშკინა შვილის ქორწილიდან სახალისო კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g