LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის სამყარო“ საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა

105

„მის სამყაროს“ გამარჯვებული 24 წლის ფრანგი მოდელი, ირის მიტენარი გახდა. ფინალისტების სამეულში ჰაიტისა და კოლუმბიის წარმომადგენლები – 25 წლის რაკელ პელისე და 23 წლის ანდრეა ტოვარი მოხვდნენ. „მის სამყაროს“ რიგით 65-ე კონკურსს ფილიპინების დედაქალაქი მანილა მასპინძლობდა.

მსოფლიოს ულამაზესი გოგონას გამოსავლენად 86 ქვეყნის ლამაზმანები იბრძოდნენ, მათ შორის იყო ქართველი ნუკა ყარალაშავილი.

ირის მიტენარი ექიმი-სტომატოლოგის პროფესიას ეუფლება და უყვარს სპორტის  ექსტრემალური სახეობები. გოგონას თქმით, ის ამაყობს მოპოვებული ტიტულით და არამარტო საფრანგეთს, არამედ ევროპას წარმოადგენს.

საფრანგეთის წარმომადგენელი „მის სამყაროს“ გამარჯვებული უკანასკნელად 1953 წელს გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები