LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის საქართველო“ თამთა შედანია ბიჭის დედა გახდა – რა დაარქვეს ახალშობილს

420
თამთა შედანია

„მის საქართველო 2012“, მოდელი თამთა შედანია ბიჭის დედა გახდა. ბედნიერმა დედამ ახალშობილთან ერთად ერთად გადაღებული კადრები გააზიარა და დაწერა:

„31 ივლისს ჩვენს ოჯახში დაიბადა მიხეილ რატიანი 💙 კიდევ ერთი სიყვარულით სავსე სული — ჩვენი პატარა მიხეილი.
🕊️მადლობა უფალს ამ უდიდესი სასწაულისთვის ✨
გულით მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს თბილი მილოცვებისა და სიყვარულისთვის“, – წერს თამთა შედანია და პატარა მიხეილთან ერთად გადაღებულ კადრებს აზიარებს.

„ჩვენს ოჯახს მეოთხე შვილი შეემატება, სამი გოგოს შემდეგ ოჯახში ბიჭი დაიბადება. ამ სიურპრიზმა ძალიან გაგვახარა, გოგოების შემდეგ რატის ძალიან უნდოდა ბიჭიც ჰყოლოდა“. – ამბობდა თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში. თამთა შედანიას მეუღლე რატი რატიანია, მას პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს.

 ვიდეო: „ცხოვრების ყველაზე სათუთ და ამაღელვებელ ეტაპზე ვარ, სულ რამდენიმე დღეში ჩემი მესამე შვილი მოევლინება ამ სამყაროს. ვაჟიშვილის ეს მოლოდინი სრულიად განსხვავებულ სიღრმეს და განცდებს ატარებს“ – თამთა შედანიას ულამაზესი ფოტოსესია ფეხმძიმობისას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g