LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისასალმებელია ერიკა ოლსინის მხრიდან აქცენტების გაკეთება იმ საკითხებზე, რაზეც მეც ვესაუბრე: ნინო ლომჯარია

165
ნინო ლომჯარია

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების მიმართულებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება და ამბობს, რომ „მისასალმებელია ერიკა ოლსონის მხრიდან აქცენტების გაკეთება იმ საკითხებზე, რაზეც მასთან თავადაც ჰქონდა საუბარი“.

რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? -კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამერიკის ხელისუფლებისა და მთავრობის მხარდაჭერა საქართველოში მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

„ერიკა ოლსონის განცხადებები, ალბათ, არის დაკავშირებული დემოკრატიის მიმართულებით ბევრ არასწორ და უკან გადადგმულ ნაბიჯთან. მე შევხვდი ქალბატონ ერიკა ოლსონს, რომელიც საქართველოშიც იმყოფებიდა ცოტა ხნის წინ. ის საკმაოდ ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მისასალმებელია მისი მხრიდან აქცენტების გაკეთება იმ საკითხებზე, რაზეც მეც ვესაუბრე მას, ეს იყო: სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხები და ამ მიმართულებით არსებული სერიოზული გამოწვევები, ეს იყო საარჩევნო რეფორმის საჭიროება და ასევე განსაკუთრებით გავუსვი ხაზი, მედიის წინაშე მდგარ იმ პრობლემებს, რაზეც გესაუბრეთ და ვთხოვე სახელმწიფო დეპარტამენტს ამ მიმართულებით კრიტიკული, დამოუკიდებელი მედიისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა ქვეყანაში. ძალიან მისასალმებელია, რომ ეს გზავნილები მათი მხრიდან ჟღერდება და იმედი მაქვს, ამერიკის ხელისუფლებისა და მთავრობის მხარდაჭერა საქართველოში მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს შესახებ ოლსონმა ჟურნალ Foreign Policy-ს და “ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა.

ოლსონი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ აიღო სასამართლო და საარჩევნო რეფორმების ერთგულების ვალდებულება და რომ ვაშინგტონს ნამდვილად სურს, ქვეყანამ ეს ვალდებულებები შეასრულოს.

კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობის დროს მან შეაქო საქართველოს ძალისხმევა – რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, თუმცა აქვე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დემოკრატიული პროცესის ნაწილი გაანადგურა.

“ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და, როგორც პარტნიორს, გვსურს მათ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებში დავეხმაროთ.” – ასევე აღნიშნა ოლსონმა.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 8 ნოემბერს ოლსონთან შეხვედრა ჰქონდათ და განიხილეს ყველა საკითხი.

“აქვე ვიტყვი, რომ ამ შეხვედრაზე სააკაშვილი ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, რაც არის მნიშვნელოვანი.” – თქვა მაშინ კობახიძემ.

ოლსონთან შეხვედრაზე სააკაშვილი ნახსენები არ ყოფილა, რაც არის მნიშვნელოვანი: კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g