LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიშა ჩარჩენილია თავისი ხელისუფლების პერიოდში…დღეს პრეზიდენტი ვერავის ვერსად გააგზავნის”

442
ფიქრია(1)

უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებსა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე “ლელო-საქართველოსთვის” ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე საუბრობს. მისი თქმით, ახლა მთელი მსოფლიო ჩართულია პროცესში და საქართველო არის ჩირგვებში, რაც არის არა მარტო სირცხვილი და მორალურად დამაზიანებელი, არამედ ღალატის ტოლფასი ქმედებები. ამის შესახებ ჩიხრაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში თქვა.

„ჩვენ ვხედავთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ნიდერლანდების პრემიერს უკრაინაში ჩასულს, დღეს უკვე თურქეთის პრეზიდენტი ჩადიოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაურეკა. მთელი მსოფლიო, დემოკრატიული სამყარო, ცოტა არადემოკრატიულიც, ჩართულია ამ პროცესში და საქართველო არის ჩირგვებში. ეს არის არა მარტო სირცხვილი და მორალურად დამაზიანებელი ქმედებები, არამედ მე ვფიქრობ, ეს არის ღალატის ტოლფასი ქმედებები საქართველოს მომავლის მიმართ.

ის მესამე პრეზიდენტის წერილსაც გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილი დეტალურად საუბრობს, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში როგორ მოიქცეოდა უკრაინის მხარდასაჭერად.

„მე გავეცანი ამ შეთავაზებებს, მიშა ჩარჩენილია თავისი ხელისუფლების პერიოდში. ანუ პრეზიდენტი რომ მიიღებდა გადაწყვეტილებას და პრემიერს გააგზავნიდა. ჩვენთან აღარ არის ეს სისტემა. დღეს პრეზიდენტი ვერავის ვერსად ვერ გააგზავნის. უბრალოდ, მე ვისურვებდი, რომ სატელეფონო ზარით თუ ვიზიტით გადაედგა ეს ნაბიჯი. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე შტომ გაბედოს და გადადგას ასეთი ნაბიჯი. ეს არის ისტორიული მომენტი, ისტორიულ გზაჯვარედინზე ვართ და ამ დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენი გზა საით მიდის“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g