ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე „ფორმულის“ ეთერიდან მიულოცა და მიმართა, რომ ერთად ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
სანიკიძემ სააკაშვილს მედგრად ყოფნა და ჯანმრთელობა უსურვა და თქვა:
„მიშა, გილოცავ დაბადების დღეს! იყავი მედგრად, შეუპოვრად. სულის სიმტკიცე არ გაკლია, მიხარია და გისურვებ ჯანის სიმრთელეს. ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ყველას ერთად, მიშა.
შენ უნდა ითამაშო ის როლი, რაც განგებამ დაგაკისრა. ვალი გასტუმრებული გაქვს ცოცხალ ქართველებთან, მაგრამ ვალი გასასტუმრებელი გაქვს ჩვენ წინაპრებთან და მომავალთან, ამიტომ, გისურვებ ჯანმრთელობას, იყავი მედგრად“. – მიმართა სანიკიძემ სააკაშვილს.