მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის. განცხადება ამის თაობაზე ექსპრეზიდენტის „ფეისბუკზე“ ვრცელდება:
„დიდი მადლობა მათ ვინც დილის 12 საათზე მოვიდა „ვივა მედთან“ ჩემი დაბდღის მოსალოცად.
სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მომცა საშუალება მოგსალმებოდით, რამდენადაც ვიცი დღეს 8-ის მერეც მოდის ერთი ჯგუფი და აუცილებლად მივესალმები.
დილიდან მეუფე ნიკოლოზმა მაზიარა და ეს ყოველთვის მმატებს ენერგიას“. – ნათქვამია განცხადებაში.