მიშა მშვილდაძე კახა კალაძეს მიმართავს და წერს, რომ ახლა დროა, მან დატოვოს „ქართული ოცნება“ და მარგინალებს არ ჩაჰყვეს პოლიტიკურ საფლავში.
„კახა კალაძე, ბიჭო, კი არ მევასები ძაან, ათასი მიზეზის გამო, მარა – ერთადერთი დარჩი მანდ, ვისაც რაღაც აქვს კიდევ ბიძინას რუსული ტრ…ის გარდა და რა გინდა, ღარიბაშვილს და მარგინალებს გინდა ჩაყვე პოლიტიკურ საფლავში? გახარიამ უნდა გაჯობოს ჭკუაში? ხო ხედავ, რომ გადაგახიეს თავზე ყველაფერი და ბოლოს და ბოლოს რაგბის კავშირის პრეზიდენტადაც შენი კანდიდატი აბუ ნაგლად არ დაუშვეს – რაღას ელოდები?? ფული არ გაკლია, ნაკრების კაპიტანი იყავი და არჩეული მერი ხარ! თქვი სათქმელი და წამოდი მაქედან და ჩემი ხელით დაგიხაზავ ყველა ქუჩაზე ბასლაინებს“.