„ზვიად ციკოლიას უმაგრესი საათით შევუდექი გამარჯვების გაზაფხულის ათვლას…“ – ასე დაასათაურა საქართველოს ექსპრეზიდენტმა ახალი ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ ატვირთა.
ფოტოზე მას ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილი საათის ერთ-ერთი მოდელი უკეთია, რომლის ფასიც 3800 ლარი გახლავთ. მიხეილ სააკაშვილს ქართველი დიზაინერის ნამუშევრები ძალიან მოსწონს.