LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა სააკაშვილის გარეშე ხართ ნული: თაკო ჩარკვიანი ევროპულ საქართველოს

592
BeFunky-collage (1)

“მიშა სააკაშვილის გარეშე ხართ “ზერო” – ნულები,” – ასე მიმართა პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა TV პირველის ეთერში, “ევროპული საქართველოს” წევრ, ლაშა დამენიას.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, გიგა ბოკერია მუდმივად ბიძინას და კობახიძის ნარატივს ახმოვანებს.

“თქვენ გაქვთ მოღალატის პროცესში სულ, მუდმივად ადგილი. ამას აკეთებთ სრულად ევროპული საქართველო, რამდენი ცალიც ხართ. დღეს საქართველოსთვის არის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პრობლემა, არავის აინტერესებს, თქვენ რამდენს “დაითრევთ” ქულას და კვოტას – ჩირად არ მიღირს პოლიტიკა, თუ ამოვყავი თავი რუსულ წუმპეში. თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ მანდატი გქონდეთ, ისე შევარდებით [პარლამენტში], როგორც 2016 წელს. ყველამ იცის საქართველოში ბოკერიას ნარატივი, რომ გამხლეჩავის პოზიციაზეა… ბოკერია მუდმივად ბიძინას და კობახიძის ნარატივს ახმოვანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები