“ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
“ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, – აღნიშნულია მიშელის “ტვიტში”.
ამასთან, მიშელი წერს, რომ “ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს ისტორიული მომენტია”:
“დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენს გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, ისევე როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა”, – აცხადებს მიშელი.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ვულოცავ ქართველ ხალხს.
ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. pic.twitter.com/MOEU6MyJmN
— Charles Michel (@CharlesMichel) June 23, 2022