„პრინციპში ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა [უნდა] უმასპინძლოს მათ, ვინც საფრთხეშია მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო”, – გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
“თუ რუსეთში ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ პოლიტიკური შეხედულებების გამო, იმის გამო, რომ ისინი არ იზიარებენ კრემლის ამ გიჟურ გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა მიშელმა.
მისი თქმით, მზადაა, ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციებისთვის იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა.
ამასთან, მიშელის აზრით, რუსეთი, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, უკრაინაში არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო საბჭოდან უნდა გაირიცხოს.
21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა ქვეყანას ტოვებს. რიგი დგას სახმელეთო საზღვრებთან; გაიზარდა მოთხოვნა ავიაბილეთებზე.
ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას – საგარეო საქმეთა მინისტრი