LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიშველეთ! ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი, სახურავი ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს, ფეხი არ აქვს და ეზოშიც დიდი თოვლია ვერ გადის! რა გავაკეთო დამეხმარეთ!“ – რა მიმართვას ავრცელებს მაიკო კაჭკაჭიშვილი

275
მაიკო კაჭკაჭიშვილი

„ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი რომელსაც ავარიულო სახურავი აქვს იმხელა თოვლი ადევს რომ ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს.

მაიკო კაჭკაჭიშვილი საზოგადოებს დახმარებას სთხოვს.

მისი თქმით ბიძა, რომელიც ოზურგეთის რაიონის სოფელ ფამფალეთში, თიხნარას დასახლებაში ცხოვრობს შეუძლოდაა, მისი სახლი კი ავარიულია და შესაძლოა დიდთოვლობის გამო ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.

როგორც კომპოზიტორი სოციალურ ქსელში წერს, დახმარების ტხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ:

„მიშველეთ !!! ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი რომელსაც ავარიული სახურავი აქვს იმხელა თოვლი ადევს რომ ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს ფეხი არ აქვს და ეზოშიც დიდი თოვლია ვერ გადის !! მეზობლებიხ ვერ ეხმარებიან!!!

აქედან ვერ ჩავდივართ გადაკეტილია გზა!!

ველაპარაკე გამგებელს და ფეხებზე დამიკიდა …. ბათუმის მერიაშიც ვთხოვე მაგრამ რეაგირება არ მოხდა! რა გავაკეთო დამეხმარეთ !!!

ოზურგეთის რაიონი სოფელი ფამფალეთი თიხნარას დასახლება, კაკო ინწკირველი!!!!!!!!
ასე ბედის ანაბარა ადამიანების დატოვება რომელ ქვეყანაშია კიდევ?“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

„გურიის მოამბე“: სოფელ ნატანებში ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა – „გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დიაბეტი გახდა. ვარაუდობენ, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო ვერ მივიდა“

მიშველეთ !!! ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი რომელსაც ავარიულო სახურავი აქვს იმხელა თოვლი ადევს რომ ყოველ წუთს შეიძლება…

Posted by Maiko Kachkachishvili on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g