მისი ელიოტი, რომლის მუსიკალური კარიერა 30 წელს ითვლის, ,,სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში” შეიყვანეს. საინტერესოა, რომ ამერიკელი შემსრულებელი, პირველი ქალი ჰიპ-ჰოპ არტისტი და მეორე რეპერია ჯეი-ზის შემდეგ, რომლის სახელს დარბაზი უკვდავყოფს.
აღსანიშნავია, რომ სასიხარულო ინფორმაცია თაყვანისმცემლებს თავად 47 წლის ვარსკვლავმა გაუზიარა.
,,ვულოცავ ყველა საოცარ კომპოზიტორს, რომლებიც ,,სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში” შეიყვანეს. ასევე მათ, ვინც ნომინირებული იყვნენ. მადლობელი ვარ და ახლაც სიხარულის ცრემლები მომდის,” – დაწერა ელიოტმა.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს ,,სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში” ელტონ ჯონი, ,,ქუინი”, ჯონ ლენონი, პოლ მაკკარტნი, Bee Gees და სვები მოხვდნენ.