LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი სახე და ხმა დიდხანს იცოცხლებს მაყურებლის გულებში“ – მსახიობი კახა ბერიძე გარდაიცვალა

677
კახა ბერიძე

ერისთავის თეატრის მსახიობი, კახა ბერიძე გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას ერისთავის თეატრი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

თეატრის ადმინისტრაცია გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

„დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამთ ერისთავის თეატრის გამორჩეული და უაღრესად ნიჭიერი ვარსკვლავოსანი მსახიობის, ა. ხორავას სახელობის პრემიის ლაურეატის, კახა ბერიძის გარდაცვალების გამო.

მისი მრავალფეროვანი შემოქმედება, სიღრმითა და ემოციით გამორჩეული როლები და უსაზღვრო ერთგულება თეატრისადმი ქართულ კულტურაში ღირსეულ კვალად დარჩება.

მისი სახე და ხმა კიდევ დიდხანს იცოცხლებს მაყურებლის გულებში.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ მძიმე დანაკარგს“, – წერია ერისთავის თეატრის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამთ ერისთავის თეატრის გამორჩეული და უაღრესად ნიჭიერი ვარსკვლავოსანი მსახიობის,…

Posted by Eristavi Theatre / ერისთავის თეატრი on ორშაბათი, 16 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g