LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისტერ და მისის ბონდები: დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი წითელ ხალიჩაზე (ფოტო)

166

დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და იდუმალ წყვილად ითვლება ჰოლივუდში. მეუღლეები იშვიათად ჩნდებიან ერთად, თუმცა ყოველი ახალი გამოჩენა ნამდვილი დღეასასწაულია. ამჯერად ჯეიმს ბონდის ვარსკვლავი და ოსკაროსანი მსახიობი ნიუ-იორკში გამართულ წვეულებაზე გამოჩნდნენ, სადაც წყვილი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებული მივიდა. 50 წლის კრეიგი კლასიკური პიჯაკში  პოზირებდა ფოტოგრაფებთან, რეიჩელმა კი აქცენტი წითელი ფერის კაბასა და შავ მოსაცმელზე გააკეთა.

მეუღლეებმა დიდხანს პოზირებდნენ ერთად წითელ ხალიჩაზე, მოგვიანებით კი წვეულებაზე გადაინაცვლეს. წყვილის გამოჩენამ კიდევ ერთხელ გააქარწყლა ჭორი შესაძლო დაშორებაზე, რომელიც მედიაში ბოლო დროს ვრცელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს, ფილმ „სიზმრების სახლის“ გადაღებებზე გაიცნო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g