LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითი, რომ კონდიციონერთან ვიჯექი, ცივი წყალი დავლიე, გარეთ გავედი და იმიტომ ვარ ცუდად, ნამდვილად არარეალურია“ – მაია ჩხაიძე

356
maiachxaidze

,,ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის” სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ ვრცლად ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც ახლავს თან სასწავლო პროცესის დაწყებას.

„მგონია, რომ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ ამდენ ხანს ბავშვების ჩაკეტვის მომხრე არ ვარ, ონლაინ-სწავლების ხარისხიც ძალიან დაბალია. პირველივე ნიშნების შემთხვევაში, უნდა ეცნობოს ყველას და მშობელმა ბავშვი არ უნდა გაუშვას სკოლაში. ის მითი, რომ კონდიციონერთან ვიჯექი, ცივი წყალი დავლიე, გარეთ გავედი და იმიტომ ვარ ცუდად, ნამდვილად არარეალურია. არავის არ უნდა კორონავირუსი ჰქონდეს და თავს იმშვიდებს ასე – გარეთ გავედი, ცივი წყალი დავლიე, არ გეგონოთ რომ კორონა მაქვს. როდესაც ორი წელია პანდემია გვაქვს, ასეთი მიდგომა არასწორია. ყველა ადამიანი, ვისაც აქვს კლინიკური ნიშნები, სავარაუდო შემთხვევაა კორონავირუსული ინფექციის.

ანტისხეულები, რომელსაც იძენს ორგანიზმი, დროთა განმავლობაში იშლება. ამიტომ არ მიმაჩნია სამუდამო მწვანე პასპორტი სწორად. ოდესღაც რომ გადაიტანე ინფექცია, არ გაძლევს გარანტიას, რომ აღარ დაგემართება ვირუსი“, –  განაცხადა მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g