მომღერალი ანი კეკუა ბავშვობის იმ შთამბეჭდავ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მისი გულწრფელი სურვილი უსიტყვოდ ამოიცნო.
მომღერალი ასევე საუბრობს პატრიარქთან მოგვიანებით შემდგარ შეხვედრაზე, რომელიც მისთვის განსაკუთრებულ სულიერ მხარდაჭერად იქცა.
„მახსოვს სულ პატარა ვიყავი, ამაღლების ტაძარში მსახურობდა ჩემი მოძღვარი მამა საბა და მახსოვს, პატარაობაში მოდიოდა ხოლმე აღდგომას.
ბზობა იყო, მახსოვს, იმდენი ხალხი იყო, სადღაც მესამე რიგში ვიდექი, შორს, გულში ვფიქრობდი ალბათ, ვერც მივალ ახლოსთქო, ვიწრო ბილიკი იყო, ბილიკთან ახლოს ლოცავდა ხოლმე ხალხს… იმდენად გულით მინდოდა ალბათ, თვითონ შემოვიდა ამ სიღრმეში და დამლოცა, მითხრა რატომ გერიდებაო?! თითქოს გულში რასაც ვფიქრობდი ის ამოიკითხა… მას შემდეგ დედა მყავდა ავად და ჩემმა მეგობარმა კახა მიქიაშვილმა შემიყვანა უწმინდესთან და მანდაც მქონდა პატივი ახლოს გამეცნო, დამლოცა და ფაქტობრივად, ხმა ვერ ამოვიღე…“
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. მისი სამოქალაქო პანაშვიდი 18 მარტიდან სამების ტაძარში, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ილია მეორე, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
ვიდეო: „სიყვარულის პატრიარქი“ – ზურა მანჯავიძემ პატრიარქს ლექსი მიუძღვნა
