Youtube-არხის M539 Restorations ბლოგერებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც ესპანეთში, მიტოვებული სადილერო ცენტრის ტერიტორიაზეა გადაღებული. ქალაქ ტარაგონაში მდებარე ავტოსალონი 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიხურა. მას შემდეგ საგამოფენო სივრცე მიტოვებულ პარკინგად გადაიქცა და კლასიკური BMW-ების უზარმაზარ კოლექციას ინახავს.
კადრებში აღბეჭდილი ყველა ავტომობილი მტვრის უზარმაზარი ფენითაა დაფარული და ერთი შეხედვით ძარის ფერის შეთვალიერებაც კი შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, წარმოდგენილ მოდელებს შორის ვიდეოს ავტორებმა რამდენიმე მოდელის იდენტიფიცირება მაინც შეძლეს: სედანი BMW 318i, კაბრიოლეტი 325i, ასევე 850i.
ბლოგერების მთავარი აღმოჩენა BMW M5 გახდა. 1985 წლის სუპერსედანის კაპოტის ქვეშ 3,5 ლიტრის მოცულობის „ექვსიანია“ განთავსებული. აგრეგატის სიმძლავრე 286 ცხენის ძალაა, ძარას კი სერიოზული რემონტი ესაჭიროება.