LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტოვებული საფლავი და გარდაცვალების შემდეგ ქონებაზე დაწყებული დავა – ლე­გენ­და­რუ­ლი ოს­კა­რო­სა­ნი მსახიობის, ჯინ ჰეკ­მანისა მისი მეუღლის შესახებ სულის შემძვრელი სიახლე ვრცელდება

468
page

გასულ წელს ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ოს­კა­რო­სა­ნი ჯინ ჰეკ­მანი და მისი მე­უღ­ლე, ბეტ­სი არა­კა­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს. ცოლ-ქმა­რი სხვა­დას­ხვა ოთა­ხში ნა­ხეს. ბეტსი მძიმე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა, ჯინი კი გულის მძიმე დაავადებით.

უკანასკნელი ფოტო – ახალი დეტალები ჯინ ჰეკ­მანისა და მისი მე­უღლის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების შესახებ

წყვილის საბოლოო განსასვენებელი ადგილი საკმაოდ მოკრძალებული და თითქმის შეუმჩნეველია. პატარა, ბალახით დაფარული ადგილი ხის ქვეშ, რომელიც მხოლოდ ქარის ზარებითაა გაფორმებული და ერთი ნიჟარითაა მონიშნული.

სწორედ ეს უბრალო ადგილი აღმოჩნდა ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობისა და მისი მეუღლის საბოლოო სამყოფელი. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის გარდაცვალებიდან უკვე ერთი წელი გავიდა, საფლავზე ჯერ კიდევ არ არის დამონტაჟებული არც სახელის დაფა და არც სხვა რაიმე ნიშანი, რომელიც მათ ხსოვნას აღნიშნავს.

გამოცემის ინფორმაციით, არც ის ჩანს, რომ ვინმე მისულიყო მათი გარდაცვალების წლისთავზე, საფლავთან არც ყვავილებია და არც სხვა რაიმე სიმბოლურად დატოვებული ნივთი.

თუმცა, მსახიობის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული დავა მის ქონებაზე კვლავ გრძელდება. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ჰეკმანის ანდერძში განზრახ არ იყვნენ შეტანილი მისი სამი ზრდასრული შვილი, რომლებთანაც ის გარდაცვალების მომენტისთვის გაუცხოებული იყო.

ჯინ ჰეკმანი მეუღლის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა – ახალი დეტალები საიდუმლოებით მოცული ტრაგედიის შესახებ

ჯინ ჰეკმანის და მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ შოკისმომგვრელი ვარაუდი ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები