LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიუ” შტამი შესაძლოა საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი: ივანე ჩხაიძე

124
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალი, “მიუ” შტამის საქართველოში შესაძლო არსებობაზე საუბრობს,

მისი განცხადებით, აღნიშნული ვარიანტის ერთეული შემთხვევა უკვე მსოფლიოს 39 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

„შესაძლებელია, ის საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი, ვინაიდან ჩვენი ლუგარის ლაბორატორია სავსებით შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც შეუძლია ასეთი მუტაციების აღმოჩენა.“ – აცხადებს ჩხაიძე

ექიმი იმედს იტოვებს, რომ კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტი დარჩება ბოლომდე როგორც ინტერესის მუტაცია და არ გახდება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g