ქართული ოცნების განცხადებას, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ, ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმიანება.
“მივესალმებით ქართული ოცნების განცხადებას და მას ვაფასებთ, როგორც ნიშანს მზაობისას შეუერთდნენ ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ინიცირებული იყო პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მისი საქართველოში ვიზიტისას 2020 წლის პირველ მარტს და რომელიც პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ, 30 მარტს შეთავაზებულ შეთანხმების პროექტს ეყრდნობა
შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯებისას პარტნიორების აზრს გავითვალისწინებთ: აშშ-ში კობახიძის ვიზიტი დასრულდა
რასაც ხელს მოვაწერთ, შევასრულებთ – გურამ მაჭარაშვილი
ამ დიალოგის ინკლუზიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის პოლიტიკური კომპრომისების მიღწევისთვის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის არის აუცილებელი, რაც შედის ქართველი ხალხის ინტერესში და ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციას” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
უბრალოდ, შეუძლებელია – წიკლაურის ინფორმაციით, არცერთი ოპოზიციური პარტია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
EU official welcomes that Georgian dream wants to sign the agreement & adds “the inclusive nature of this continued dialogue is essential to enable #Georgia’s political leaders to swiftly move towards the compromises necessary to lead Geo out of the political crisis”
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) April 16, 2021