LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასაც ხელს მოვაწერთ, შევასრულებთ – გურამ მაჭარაშვილი

77
macharashviliiii

დანიელსონის დოკუმენტში ასახულ ყველა იმ საკითხს, რასაც ჩვენი რუსურსი ჰყოფნის, დავაინიცირებთ და დავიწყებთ მსჯელობას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, თუკი ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, „ქართული ოცნება” აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილ ინიციატივებს ასახავს თუ არა კანონში, მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებას” ცალმხრივად არაერთხელ აუღია პასუხისმგებლობა.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, ხელი მოვაწეროთ დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება” არის პოლიტიკური ძალა, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და მომეტებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯებს დგამს. ეს გადაწყვეტილება გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციის მიზნებს, რომელთაც დოკუმენტზე ხელმოწერა არ სურდათ. ეს არის ნაბიჯი, რომელიც განაიარაღებს ნებისმიერ რადიკალ პოლიტიკოსს, რომლის მიზანია პარლამენტში ოპოზიცია არ შევიდეს და მოხდეს დესტაბილიზაცია”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უბრალოდ, შეუძლებელია – წიკლაურის ინფორმაციით, არცერთი ოპოზიციური პარტია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g