გუბაზ სანიკიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივლებს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი „ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, ღარიბაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ 100 000 დოლარი აქვს აღებული.
„მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, მას ვუჩივლო სასამართლოში. მან ცილი დამწამა, რომ 100 000 დოლარი მაქვს აღებული „ნაციონალური მოძრაობისგან“.
ღარიბაშვილს მოუწევს ამის დამტკიცება და ვერ დაადასტურებს, რაც ბუნებაში არ ყოფილა, რა უნდა დაადასტუროს? მე ვიცი, რომ ლომის ხახაში ვყოფ თავს, მე ვიცი, რომ მექნება ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა, მათ შორის სასამართლოსგანაც, იქნება საშინელი სიბინძურეები ჩემს წინააღმდეგ, ბიბლიური მასშტაბის საშინელებებს ჩაიდენენ, მაგრამ მზად ვარ ამისთვის.
რაც მთავარია, მხარს მიჭერენ ჩემი ოჯახი, მეგობრები, თანამოაზრეები და რაც მთავარია, უბრალო ადამიანები“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„სააკაშვილის გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის“ – გუბაზ სანიკიძე
ვიდეო: პარლამენტში ალუდა ღუდუშაური და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
„პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს“ – კობახიძე