„ახლა, მინდა გითხრათ, როგორ გაიყიდა ეს კაცი, როგორ მიეყიდა სააკაშვილს, რომ იცოდეთ ყველამ, ეს კაცი არის 100 000 დოლარად გაყიდული“, – ამის შესახებ დღეს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის მოსმენის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეზე განაცხადა.
„სააკაშვილის გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის“ – გუბაზ სანიკიძე
„მე მინდა რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ბევრი უსამართლო, ბოროტი და ღვარძლიანი გამონათქვამებით.
ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ეს კაცი, გახსოვთ, მილიონ დოლარზე ოცნებობდა, ახლა მინდა გითხრათ, როგორ გაიყიდა ეს კაცი, როგორ მიეყიდა სააკაშვილს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
დარბაზიდან გუბაზ სანიკიძის რეპლიკის საპასუხოდ კი ღარიბაშვილმა თქვა:
„შე ნაძირალა, შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა კაცო, სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ, გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასდროს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები“, – თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.
ვიდეო: პარლამენტში ალუდა ღუდუშაური და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
„პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს“ – კობახიძე
“ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით” – ირაკლი ღარიბაშვილი