მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში…არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას, – აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს.
„ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს.
დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი – ადვოკატი. არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას – ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან