LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივიღოთ ეს პროდუქტები, რათა არ აღმოვჩნდეთ სტაციონარში.. ახალ წელს მსუბუქად, ცოტა ტკბილეულით და ცქრიალა ღვინით შევხვდეთ“ – როგორ ვიკვებოთ სწორად სადღესასწაულო დღეებში: ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები 

208
Untitled design (11)

ახალი წელი დადებით ემოციებთან, სილამაზესთან, სიყვარულთან, გემრიელ კერძებთან და ლამაზ სუფრასთან ასოცირდება, თუმცა ხშირად გემრიელი კერძები და ალკოჰოლი არასასურველი შედეგების მომტანი ხდება, ვინაიდან, ამ უკანასკნელს თან ახლავს წონაში მატება და გარკვეული დისკომფორტი, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზმის გადატვირთავს იწვევს.

ახალი წლის დღეებში საკვებითა და ალკოჰოლით 500 მოქალაქე მოიწამლა 

ხშირია შემთხვევები, როდესაც გადატვირთული ორგანიზმისა და ზედმეტი კილოგრამების დაკლებას ადამიანები ე.წ. მკაცრი დიეტების მეშვეობით ცდილობენ, რაც  მოცემულ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

როგორ უნდა ვიკვებოთ წინასაახალწლოდ, ახალი წლის დღეებსა და მას შემდეგაც, ისე, რომ თავი ავარიდოთ მოწამვლას, წონაში მატებასა თუ ორგანიზმის გამოფიტვას – ამ მნიშვნელოვან საკითხებზე „ფორტუნას“ ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ლაშა უჩავა ესაუბრა.

 

დავიცვათ ზომიერება

„გარდა იმისა, რომ  ახალი წლის დღეებში, დიდი ოდენობით საკვებს მივირთმევთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – როგორ ვიკვებებით ახალი წლის წინა დღეებში. მნიშვნელოვანია, რომ არ მივმართოთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს.

ამ პერიოდში ადამიანები მიმართავენ ე.წ. შიმშილს, რადგან ამა თუ იმ ღონისძიებაზე ჩაიცვან კონკრეტული ტანისამოსი, ეს კი საბოლოო ჯამში, ამძიმებს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობას. ამ დროს ხშირად ხდება გარკვეული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ასევე ინტოქსიკაცია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი ახალი წლის წინა დღეებშიც მოვამზადოთ და 31 დეკემბერს შევხვდეთ დადებითი ემოციებით და არ აღმოვჩნდეთ სტაციონარში ან საწოლში.

წინა დღეებში ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ დიდი ოდენობით ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები,“ – აღნიშნავს ექიმი.

 

ლაშა უჩავას თქმით, სასურველია, რომ ორგანიზმი 12 საათზე მსუბუქად იყოს, ამიტომ როგორც ენდოკრინოლოგი ამბობს, მნიშვნელოვანია, საახალწლო კერძების მირთმევა უშუალოდ მათი მომზადების პერიოდში არ დავიწყოთ.

„ახალ წელს მსუბუქად, ცოტა ტკბილეულით, ცქრიალა ღვინით შევხვდეთ, გავცვალოთ უფრო მეტი ემოციები, ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს საკვების მირთმევაში.

რაც შეეხება 1 იანვარს, არ უნდა დაგვავიწყდეს ზომიერება, მივირთვათ ის ძირითადი კერძები, რაც ახალ წლისთვისაა განკუთვნილი, თავი ავარიდოთ ექსპერიმენტებს,“ – ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ საკვებთან ერთად, ალკოჰოლის რაოდენობაც გავაკონტროლოთ:

„არ ავურიოთ ალკოჰოლი ერთმანეთში. თუ დავიწყებთ ერთი სახეობის ალკოჰოლით, ბოლომდე ის დავლიოთ, რადგან შეიძლება სწორედ ამ დროს მოხდეს ინტოქსიკაცია და დაგვჭირდეს სამედიცინო ჩარევაც – როგორც საკვებთან, ისე ალკოჰოლთან მიმართულებით უნდა დავიცვათ წესები.

უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი წლის დღესასწაული არის მხოლოდ ერთი დღე და მთელი თვის განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს. დიდი კულინარიული დატვირთვის შემდეგ მეორე დღეს, ჩვეული რეჟიმით, ისევ ისე უნდა განვაგრძოთ ცხოვრება, იგივე სუფრა არ უნდა გადმოვიტანოთ 2 იანვარსაც.

გადატვირთვის შემთხვევაში ორგანიზმს უნდა დავეხმაროთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოწესრიგებაში, გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია მიკრო-მაკრო ელემენტებით, ვიტამინებით ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობენ შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას,“ – ამბობს ლაშა უჩავა.

თუ ვხვდებით, რომ ახალი წლის დღეებში „ძალიან ზედმეტი მოგვივიდა“ – ენდოკრინლოგ ლაშა უჩავას დეტოქს დიეტა

როგორც ენდოკრინოლოგი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ახალი წლის შემდგომ პერიოდშიც, შობამდე სასურველია, ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან დაცლილი იყოს.

 

 

„შობამდე, ორგანიზმი არასტრესულ მდგომარეობაში უნდა იყოს. ყოველდღიურად, არა ნიგვზით და ცხიმით გაჯერებული კერძები, არამედ ისეთი პროდუქტები მივირთვათ, რომლებიც მსუბუქად გადასამუშავებელი იქნება – რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, რათა შობას კვლავ  კარგი განწყობით, რაც მთავარია ჯანმრთელები შევხვდეთ.

თუ რომელიმე დღესასწაულს თავის, მუცლის ღრუს არეში ტკივილითა და ცუდი განწყობით შევხვდებით, დღესასწაული დღესასწაული აღარ იქნება,“ – ამბობს ლაშა უჩავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g