ნანუკა გულუა სოფო ჯაფარიძის გადაცემაში „მედგიდი“ საუბრობს იმ ბულინგის შესახებ, რაც წონასთან დაკავშირებით გამოიარა:
„სიმსუქნე ანგრევს ორგანიზმს და სტრესულიცაა, როცა შენ გაწუხებს შენი წონა. ვინც აბულინგებს მსუქნებს, არ იციან, რომ ეს ავად ყოფნას ნიშნავს, თორემ პირდაპირ ავადმყოფებს დაუძახებდნენ ალბათ… მაშინ, როდესაც ძალიან მსუქანი ვიყავი და პირველ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ დიეტა დამეწყო, ლამის ამ დიეტებით გავინადგურე ჩემი ორგანიზმი, რადგან სწრაფი შედეგი მინდოდა. რა თქმა უნდა, პირველი მიზეზი იყო ბულინგი, რატომაც ეს დავიწყე… მერე ვაქებდი იმ ადამიანებს, ვინც ამას მეუბნებოდა. ვიყავი პატარა გოგო, ახლა რომ იწყებს ცხოვრებას… ახლა, რაც უნდა მითხრან, არაფერი მოქმედებს. ჯერ ისეთი მიზეზი მაქვს, სამი შვილი გავაჩინე ზედიზედ, წუწუნისაც მეშინია, რა გოგო ვიყავი, რა კარგი გოგო მოიყვანა კახა კაშიამ-მეთქი, რომ ვამბობ. შენ ვინ მოგიყვანს, ამას რა დაძრავს, ამას მეუბნებოდნენ. ყველა წინადადება და ყველა სიტყვა ასეთი იყო… სერიალის კომენტარებში რომ წერდნენ, რა ლამაზი ქალიაო, ვერ ვხვდებოდი, ვისზე ამბობდნენ. ჩემთვის ეს კომპლიმენტი ძალიან უცხო იყო…“
