LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ ხელისუფლებას, ყველაფერი იღონონ და გამათავისუფლონ – გატაცებული ფრანგი ჟურნალისტის ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში

64
Untitled design (1)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომლის ავტორიც, გასულ თვეში, მალის ჩრდილოეთ ქალაქ გაოში ისლამისტი ბოევიკების მიერ გატაცებული ფრანგი ჟურნალისტია.

21 წამიან ვიდეოში ოლივიე დიუბუა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ მის გასათავისუფლებლად.

“მე ვარ ოლივიე დიუბუა. მე ვარ ფრანგი. მე ვარ ჟურნალისტი. მე გამიტაცეს გაოში 8 აპრილს. მივმართავ ჩემს ოჯახს, მეგობრებს, საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ ყველაფერი იღონონ და გამათავისუფლონ.”

Reuters-ის ინფორმაციით, ვიდეომიმართვის ავთენტურობა დასტურდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტოში აცხადებენ, ჯერჯერობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g