LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის – ვაშაძე

267
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (15)

მივმართავ კობახიძეს – არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა, ხოლო პარლამენტზე შტურმი ორგანიზებული იყო და თუ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები არიან დასაჭერი.

კობახიძე: „5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა.. პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა, თუ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი, გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები არიან დასაჭერები“

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, კობახიძის განცხადება არის ძალადობის მორიგი წახალისება.

საია 5-6 ივლისის მოვლენებზე: შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის

„ირაკლი კობახიძის მიერ ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადება, ჩემი, როგორც პირველ რიგში დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე, არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება, მით უფრო, როცა ტოლობას სვამს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის.

მან ვერ დამალა მისი რეალური განზრახვა, მას სურს დაშინებული და დაპატიმრებული ოპოზიცია. დაშინებული ახალგაზრდობა და ქართველი ერი.

მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას.

კობახიძე გრძნობს პოლიტიკური დაისის მოახლოებას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა მას, როგორც რუსს და გაუშვა პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც აუცილებლად გაფორმდება უახლოეს არჩევნებზე.

მე მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g