LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან: რას მოგვცემს ეს აქციები? ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის – აღარ აგარევინებთ – ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია“ – მამა იაკობი

164
მეუფე იაკობი

„მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.

„მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის. ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.

როდემდე უნდა ვიყოთ სხვების ჭკუაზე? – ორი ძალა იბრძოდა არჩევნებზე – ერთი იყო, რომელიც გეუბნებოდა, რომ მშვიდობით ვიაროთ წინ, მივხედოთ ეკონომიკას და განათლებასო და როდესაც სადმე შესვლის ჯერი მოვა, ისე შევიდეთ, რომ დასამადლებელი არაფერი გვქონდესო. მეორე ძალა იყო – გვეუბნებოდა, რომ თუ ჩვენთან არ იქნებით რუსები ხართ, კანონიც და მთავრობაც რუსულია, ხალხი, ვინც ხმას აძლევს ისიც რუსეთუმეაო. ქართველმა ხალხმა მაინც გააკეთა არჩევანი და იმ ტყუილის არ დაიჯერა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა პრეზიდენტს და ქალ ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი იმისთვის საუბრობენ, რომ „უცხოელს მოაწონონ თავი.“

„მინდა ქალბატონ პრეზიდენტს და ქალბატონებს მივმართო – კაცებთან მიმართვას აზრი არ აქვს. დედები ხომ ბრძანდებით? – ახალგაზრდები რომ გამოიყვანოთ, ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ? დაფიქრდით ამაზე, რას აკეთებთ… ლაპარაკობთ იმისთვის, რომ უცხოელს მოაწონოთ თავი. ხომ შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე?“, – განაცხადა იაკობმა.

მთავარეპისკოპოსის განცხადებით, ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია.

„კაცებს მივმართავ, ქუჩაში შემდეგ გავლა ხომ გინდათ? 90-იანებში ეს სცენარი ვნახეთ და აღარ აგარევინებთ. ხომ გინდათ, ქუჩაში იაროთ ან მიტინგზე გამოხვიდეთ? ეგრე თუ მოიქეცით, მუდმივ ოპოზიციაში იქნებით. შედეგებზე ხომ უნდა იფიქროთ? ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით ურთიერთობები დალაგდება და ქართველი ერი იზოლაციაში არ იცხოვრებს.

„მე რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ვიცი, რომ ურთიერთობები დალაგდება. იზოლაციაში ჩვენი ერი ვერ იცხოვრებს. არის რაღაც საკითხები, რაზეც დალაპარაკებაც არ შეიძლება, არათუ რაიმე კომპრომისი. ამიტომ, რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ჩვენთან მშვიდობა მალე დაისადგურებს და შევეცადოთ, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ საზოგადოება კი არ დავყოთ, არამედ ერთობა იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g