LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავთ „ოცნებას“, არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა: კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“

53
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“

„მივმართავთ „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა,“ – ამის შესახებ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

კოალიცია „მთავარი არხის“ ოპერატორის ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას გმობს და მმართველ გუნდს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ქარელში მომხდარი შემთხვევა „ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკის შედეგია.

კოალიციაში ფიქრობენ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა.

„გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში აბლოთიამ მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ქარელში დაშავებული „მთავარი არხის“ ოპერატორი კლინიკიდან გაწერეს

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას განცხადებით, იგი გუშინ მმართველი პარტიის ქარელის რეგიონული ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. თავად მმართველ გუნდში კი განაცხადეს, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, ოპერატორი შემთხვევით გადავარდა.

ბარძაყის ძვლის მოტეხილობაზე საეჭვო რენდგენოლოგიური სურათია: ექიმი დაშავებული ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ტექნიკის დაზიანების გამო არ არსებობს. გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

magti 5g