LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარელში დაშავებული „მთავარი არხის“ ოპერატორი კლინიკიდან გაწერეს

245
ლევან აბლოთია

ქარელში დაშავებული „მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია „ნიუ ჰოსპიტალიდან“ ცოტა ხნის წინ გაწერეს. როგორც თავად ოპერატორმა ჟურნალისტებს უთხრა, იგი „ქართული ოცნების“ ქარელის რეგიონული ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

„აივანზე ვიყავით, ესენი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდეგ უკვე, როდესაც მე და ბექა „სტენდაფს“ ვწერდით, გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი. ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს.

ბარძაყის ძვლის მოტეხილობაზე საეჭვო რენდგენოლოგიური სურათია: ექიმი დაშავებული ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

უკან-უკან მივდიოდი, იმიტომ, რომ მინდოდა დისტანცია მქონოდა იმ აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობაში, ხელის კვრაში მე წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი,“ – განაცხადა ლევან აბლოთიამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ოპერატორის განცხადებით, იგი გუშინ მმართველი პარტიის  ქარელის რეგიონული ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. თავად მმართველ გუნში კი განაცხადეს, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, ოპერატორი შემთხვევით გადავარდა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ტექნიკის დაზიანების გამო არ არსებობს. გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g